მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რომლებიც ცოტა ხნის წინ კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად სავარაუდოდ ადგილობრივი კლიმატით დაიღალნენ. ინსაიდერებმა დასავლურ მედიას აცნობეს, რომ წყვილი აპირებს უძრავი ქონება მზიან კალიფორნიაში შეიძინოს, კერძოდ კი ლოს ანჯელესში, რომელიც მეგანის მშობლიური ქალაქია. მედიის მონაცემებით წყვილი უკვე ეძებს შესაფერის სახლს და ურთიერთობა აქვს დაცვის კომპანიებთან. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე აპირებენ კალიფორნიაში მთელი ზაფხული გაატარონ.
“როგორც საცხოვრებელი სახლის ნებისმიერ პოტენციურ მფლობელს, სასექსის ჰერცოგების ოჯახსაც კრიტერიუმების მთელი სია აქვს იდეალური სახლისთვის, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. მეგანს სურს სახლში შეხვედრები გამართოს, მიიღოს მეგობრები და სტუმრები. ეს არის ორი პუნქტი, რომლებიც მისთვის პრიორიტეტულია. მას დიდი იმედი აქვს რომ იპოვნის სახლს, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“– ამბობს სანდო წყარო, რომლისთვისაც წყვილის გეგმები კარგად არის ცნობილი.