44 წლის იაპონელ მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, SpaceX-ის პირველი მისიით მთვარეზე გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს. მას სურს, იპოვოს ქალი, რომელიც მისი ცხოვრებისეული პარტნიორი გახდება და 2023 წელს ღია კოსმოსში გაემგზავრება.
“მარტოობა და სიცარიელე მიახლოვდება, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,გავაგრძელო ერთი ქალის სიყვარული. მსურს ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო – წერს ონლაინ განცხადებაში. ის ასეე აღნიშნავს, რომ ამ დაუვიწყარი მოგზაურობის გასაზიარებლად გამორჩეულ ქალს ეძებს.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა 17 იანვარია. მაეზავა გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს გამოაცხადებს.რაც შეეხება პირობებს, ქალის ასაკი უნდა აღემატებოდეს 20 წელს და აუცილებლად უნდა იყოს მარტოხელა ანუ გაუთხოვარი და რა თქმა უნდა, უნდა სურდეს კოსმოსში გაფრენა.
რა თანხას გადაიხდის მაედზავა მთვარეზე გასაფრენად, არ სახელდება.
ცნობისთვის, მთვარეზე ბოლოს ამერიკელი ასტრონავტები 1972 წელს გაფრინდნენ. ამის შემდეგ მსგავსი მისია არ განხორციელებულა.