იმიტომ გადაიდო კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები, სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან-ოქრიაშვილი

იმიტომ გადაიდო კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან,- ეს განცხადება მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“შემიძლია ვთქვა, რომ მე მხარს ხვალაც არ დავუჭერ. სხვები არ ვიცი რას იზამენ.ამის უკან, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგეს, როგორც ამას ოპონენტები ამბობენ, აქამდე 120 კაცი არ მისცემდა ხმას. პირიქით, მან დატუქსა დილით რამდენიმე, რაც ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, დღეს იმიტომ გადაიდო ეს კენჭისყრა, რომ კიდევ ერთხელ დატუქსონ ჩემი კოლეგები. სამწუხაროა, რომ დატუქსვის რეჟიმში არიან”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.