ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსული პაციენტი ძალით უკან შეაბრუნეს

ინციდენტი ინფექციურში – ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსული ირანელი პაციენტი,რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, ექიმებმა უკან ძალით შეაბრუნეს.

ირანის მოქალაქემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. ამ დროს კი  მედპერსონალი გარეთ გამოვიდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნეს.

ცნობისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული მთავრობის ადმინისტრაციაში.