„დეტალებში არ შევალ. სამწუხაროა, შემაშფოთებელია და იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალებას ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები. კვლევები ადრეც სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა ხოლმე. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესო ის არის, რომ ვინც, წინა კვლევაში ფავორიტები იყვნენ, მაგალითად, უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომლებსაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ, საერთოდ ვეღარ აღმოჩნდნენ IRI-ის კვლევაში. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა ეს ყველაფერი რაც იდება ხოლმე, სამწუხაროდ IRI-ის სახელით. ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება”

აცხადებს  მმართველი გუნდის  თავმჯდომარე კობახიძემ IRI-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით.