ISIS-ის ჯგუფი, რომელმაც მოსკოვში თავდასხმა მოაწყო, ტერაქტებს საფრანგეთშიც ამზადებდა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთი იდგა, რომელმაც ტერაქტების მოწყობა უკანასკნელ თვეებში საფრანგეთშიც სცადა.

სხვა დეტალებზე საფრანგეთის პრეზიდენტს არ უსაუბრია და ქვეყანაში ტერორიზმის საფრთის უმაღლესი დონე გამოაცხადა

საფრანგეთის პრემიერმა, გაბრიელ ატალასმა უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების მიღების მიზეზად მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე ისლამური სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება დაასახელა.