ISW:ხერსონში უკრაინული გრივნა დაბრუნდა, რაც “დეუკრაინიზაციის“ ჩავარდნას ნიშნავს

ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ანალიზის ერთი პუნქტი ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვით მიმოქცევაში რუსულ რუბლთან ერთად უკრაინული გრივნას გამოყენება დასაშვები გახდა. ანალიზის ავტორები ამას ეკონომიკური პრობლემების ნიშნად თვლიან.

ხერსონის რუსულმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ ხერსონის ოლქი სექტემბრიდან მთლიანად გადავიდოდა რუსულ რუბლზე. ახლა კი გრივნას მიმოქცევაში გამოყენება ოფიციალურად გამოაცხადეს ნებადართულად, თუმცა გრივნას მფლობელებისთვის ძალიან არამომგებიანი გაცვლითი კურსით.

ISW–ს ვარაუდით, მათ ამისკენ მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ და იმან უბიძგა, რომ გრივნა ისედაც აქტიურად გამოიყენებოდა შავ ბაზარზე.

“რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის განზრახვის ჩავარდნა, თავზე მოეხვიათ მოსახლეობისთვის რუსული რუბლი, მეტყველებს, რომ მისი მცდელობები, ხერსონიდან უკრაინული თვითშეგნება ამოეძირკვათ, წარუმატებლად დასრულდა.

“უკრაინული თვითშეგნება და პატრიოტიზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება. მართალია უკრაინისთვის მძიმე იქნება აქ ხელახლა ააშენოს ინსტიტუტები და რეგიონული ეკონომიკა, რომელსაც უკრაინული არმიის მიერ ახალი ტერიტორიების გათავისუფლების კვალდაკვალ რუსი ოკუპანტები ანადგურებენ“.–ნათქვამია ანგარიშში.