ISW: კრემლს სურს ექვსი თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე ინიციატივა ხელში აიღოს

რუსეთი უახლოეს ექვს თვეში შეეცდება საკუთარ ხელში აიღოს ინიციატივა და ემზადება “გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის”, რათა დაასრულოს უკრაინის კონტრშეტევითი წარმატებები, წერენ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები თავიანთ ტრადიციულ მოხსენებაში ომის 327-ე დღეს.

ISW-ს ანალიტიკოსები წერენ, რომ ომის 11 თვის განმავლობაში, რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ოპერატიულ მიზნებს: მათ ვერ აიღეს კიევი, ლუგანსკი და დონეცკის ოლქები, ვერ შეინარჩუნეს ხარკოვის რეგიონი ან ხერსონი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისკენ მიმართულმა სარაკეტო თავდასხმებმა არ მოახდინა უკრაინის საზოგადოების დემორალიზება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ თქვა უარი მის მაქსიმალისტურ მიზნებზე, ამიტომ ახლა, ანალიტიკოსების აზრით, ის ცვლის ომის წარმოებისადმი მიდგომას.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის არმიამ ლუგანსკის რეგიონში დიდი შეტევის განხორციელება სცადოს.