იტალიაში ქართველი დედა და 16 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ბარიში ერთ-ერთ ბინაში  დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი და 41 წლის დედა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. პირველადი ინფორმაციი​თ, დედა-შვილი ბუნებრივი აირით გაიგუდა.