ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება

ალექს როდრიგესთან თითქმის ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ ბოლ– ბოლო წყვილი დაინიშნა. ამის შესახებ მათ ინსტაგრამზე განაცხადეს. მოგვიანებით კი ინფორმაცია მომღერლის მენეჯერმა დაადასტურა. სპორტსმენმა და მომღერალმა სოციალურ ქსელებში ერთი და იგივე, პლაჟზე გადაღებული ფოტო გამოდეს,  ერთმანეთისთვის  ჩაკიდებულით, ჯენიფერის თითზე კი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით. ალექსმა თავის პოსტს მიაწერა: “მან თქვა დიახ!“
პოპ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ. წყვილი ორი წლის მანძილზე მუდმივად საჯაროდ უხსნიდა ერთმანეთს სიყვარულს და ბედნიერად გამოიყურებოდა. ამ დღეებში ლოპესმა და როდრიგესმა სანაპიროზე ხანმოკლე არდადეგები მოიწყვეს, საიდანაც მუდმივად დებდნენ ერთობლივ ფოტოებს და ვიდეოებს. როგორც ჩანს ხელი სპორტსმენმა ჯენიფერს სწორედ სანაპიროზე სთხოვა.


შეგახსენებთ, რომ ბეისბოლისტის და მომღერლის ურთიერთობები ბევერლი ჰილზის რესტორანში მათი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ლოპესი, რომელიც მანამდე სამჯერ იყო გათხოვილი ფრთხილად ეკიდებოდა ხელახალი გათხოვების იდეას.: “მე მჯერა ქორწინების და ვისურვებდი რომ ვინმესთან ერთად დავბერდე, ერთგულებაში და სიყვარულში. მაგრამ არ მინდა მოვლენების დაჩქარება“ – ეუბნებოდა ჯენიფერ ლოპესი ჟურნალისტებს. ხმები იმის შესახებ, რომ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა დიდი ხანია ვრცელდებოდა, მაგრამ თავად მომღერალი ამბობდა, რომ საქორწილო ბეჭედი ჯერ არ მიუღია. მათი ალაპარაკება ამ თემაზე ვერავინ შეძლო, ვერც ცნობილმა წამყვანმა ელენ დეჯენერესმა თავის გადაცემაში. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება 49 წლის მომღერლის და მსახიობის და 43 წლის სპორტსმენის ქორწილი.