ჯიჯი ჰადიდის საკუთარი ფოტოს გამოქვეყნების გამო უჩივიან

მოდელ ჯიჯი ჰადიდის უკვე მეორედ უჩივლეს სოციალურ ქსელში საკუთარ ანგარიშზე საკუთარი ფოტოს გამოქვეყნების გამო.
ფოტოსააგენტო Xclusive-Lee Inc მა პოდიუმების ვარსკვლავს იმის გამო უჩივლა, რომ მან პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა. ანუ ჯიჯის საკუთარი ფოტოები სააგენტოსგან უნდა გამოესყიდა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა სოციალურ ქსელში მათი გამოქვეყნების უფლება. .
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოდელს მისივე ფოტოების გამოყენების გამო ედავებიან. გასული წლის ოქტომბერში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა. მაშინ გოგონამ ინსტაგრამზე დიდი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სიტუაციის აბსურდულობაზე საუბრობდა. ჯიჯის აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ფოტოგრაფები მოსვენებას არ აძლევენ, ხანდახან კადრის გადასაღებად მის სიცოცხლესაც კი უქმნიან საფრთხეს და ფოტოებს ისე უღებენ, მას არც ეკითხებიან უნდა თუ არა ეს, და ამის შემდეგ ფული უნდა გადაუხადოს ფული იმ სააგენტოს, ვისაც ეს ფოტოები ეკუთვნის.
“მესმის რომ პაპარაცები ამით შოულობენ საარსებო ფულს. პატივს ვცემ მათ საქმიანობას. ეს მოცემულობა უნდა მივიღო როგორც მოდელმა და შევეგუო. მაგრამ არსებობს ზღვარი – წერდა მაშინ მოდელი.“