კახა კალაძეს ახალი ძაღლი ყავს.როგორ გამოიყურება იტალიური ჯიშის ლეკვი

კახა კალაძეს ახალი ძაღლი ყავს. როგორც მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი წერს თბილისის მერს უძველესი იტალიური ჯიშის, კანე კორსოს ოთხი თვის ლეკვი ხარკოვის დელეგაციამ აჩუქა. ლეკვსვ სახელა ბუ ქვია. 

“საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება და კომპლიმენტები“– წერს თოქმაჯიშვილი.

ფეისბუქ მომხმარებლები ლეკვის ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ. მერის პრესსამსახურის ინფორმაციით ის კალაძემ სახლში წაიყვანა და მისი რიგით მეშვიდე ძაღლი იქნება. 

კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში.