კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩებში “არავარსკვლავურ“ფორმაში შენიშნეს

46 წლის მსახიობი , კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩაში სრულიად უბრალოდ ჩაცმული და მოუწესრიგებელი შენიშნეს. ცნობილი ვარსკვლავი დიდი ხანია ფილმებში აღარ მონაწილეობს. მისი ბოლო ნამუშევარი – “ენი“ 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ დიასმა განაცხადა, რომ კარიერაში პაუზას იღებს. მოგვიანებით კი აღიარა, რომ კინოდან საერთოდ მიდის. დიასის თქმით ის დაიღალა დაუსრულებელი გადაღებებისგან, გადაფრენებისგან და მოგზაურობისგან.
თუმცა ის უსაქმოდ არ ზის. ამ ხნის მანძილზე ჯანმრთელობის შესახებ ორი წიგნი გამოსცა, ბევრ დროს უთმობს სეირნობას, მეგობრებს და ქმარს– გიტარისტ ბენჯი მედენს, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსია. კვირას მსახიობი ნიუ იორკის ერთ–ერთ ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. მას ჯინსი, თავისუფალი სვიტრი, თავისუფალი სტილის ქურთუკი და დაბალძირიანი ჩექმა ეცვა. ყურში კი ყურსასმენები ეკეთა. ასეთ ფორმაში ის მეგაპოლისის სხვა მაცხოვრებლებისგან ნაკლებად გამოიჩეოდა და ბევრი ვერც კი ცნობდა, თუმცა ერთ–ერთმა გამვლელმა მაინც იცნო და ფოტო გადაუღო.
ფოტოების ქსელში გავრცელების შემდეგ დიასის ბევრმა თაყვანისმცემელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ის თავს აღარ უვლის. მამაკაცებმა კი, რომლებსაც ის ძირითადად გამოპრანჭული ჰყავთ ნანახი და მისით აღფრთოვანებულები იყვნენ, იმედგაცრუება არ დამალეს.
თავად კამერონ დიასი ამბობს, რომ ქალი ბუნებრივად უნდა ბერდებოდეს. ის აღიარებს, რომ არანაირ ინექციას არ იკეთებს და პლასტიკურ ქირურგებს არ სტუმრობს. ერთადერთი ოპერაცია იძულებით მას შემდეგ გაიკეთა, რაც ცხვირი გაიტეხა.