კიანუ რივზის მეგობარმა ქალმა განმარტა, რატომ არ იღებავს ჭაღარა თმას

მედიის ინტერესი 46 წლის მხატვარი ქალის, ალექსანდრა გრანტის მიმართ მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის არაერთხელ შენიშნეს მსახიობ კიანუ რივზთან ერთად. ნოემბერში მედიაში აქტიურად განიხილებოდა ჭორები იმის შესახებ, რომ გრანტი და რივზი დაინიშნნენ. ოფციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სოციალურ ქსელებში ალექსანდრას გვერდების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა კონცენტრირებული. ამ დღეებში მან ინსტაგრამ ხელმომწერებს უამბო, რატომ შეწყვიტა თმის შეღებვა.

ის ძალიან ადრე გაჭაღარავდა, თუმცა რაღაც მომენტში გადაწყვიტა ჭაღარა აღარ შეეღება. ამ გადაწყვეტილების ერთ–ერთ არგუმენტად გრანტი ჟურნალ Newsweek–ის სტატიას სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს თმის საღებავი ქალის ჯანმრთელობაზე. სტატიის სათაური იუწყებოდა, რომ საღებავებისა და თმის გამასწორებელი საშუალებების მუდმივი გამოყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს ზრდის. კვლევაში 45 000ზე მეტი ქალი მონაწილეობდა.

“ციფრები გამაოგნებელია… მე ადრე გავჭაღარავდი და თმას ნაირფრად ვიღებავდი, სანამ არ დავფიქრდი საღებავების ტოქსიკურობის შესახებ. ყოველი ქალი თვითონ ირჩევს, როგორ გამოიყურებოდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ თუ საქმე ეხება სიკვდილს სილამაზის სტანდარტების გამო, მოდი დავფიქრდეთ ამ სტანდარტებზე.“ – ამბობს ალექსანდრა გრანტი.