კიმ კარდაშიანი სახეზე ფსორიაზს აღარ მალავს

38 წლის კიმ კარდაშიანმა თამამი სელფი გამოაქვეყნა. რეალითი შოუების ვარსკვლავმა ყველას აჩვენა, როგორ გამოიყურება დილით უმაკიაჟოდ. კიმის სახეზე ფსორიაზის წითელი ლაქები ჩანს. მას განუკურნებელი დაავადება 30 წლიდან აწუხებს.
“დილის ფსორიაზი“ ასე დაარქვა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს კარდაშიანმა. ფოტოზე ის საწოლში პოზირებს.თაყვანისმცემლებმა ვარსკვლავს მხარდამჭერი კომენტარები დაუწერეს. “კიმ, ვნახე ფოტო. მადლობა რომ გვაჩვენებ სინამდვილეში როგორი ხარ“ ,“ შენ ყოველთვის მშვენიერი ხარ“, “მზესაც აქვს ლაქები“ “იდეალური არავინ არის. მაგარია!“ წერენ კარდაშიანის ხელმომწერები.
ცოტა ხნის წინ კარდაშიანმა ფსორიაზთან ბრძოლის მორიგი ეტაპების შესახებ უამბო ფანებს. მან სახეზე ბალახის ნაყენი წაისვა და სპეციალური თერაპევტული აპარატი გამოიყენა. კარდაშიანმა ფეხის ფოტოც დადო, რომელზეც დაავადება ასევე პროგრესირებს.
კიმ კარდაშიანი არასოდეს მალავდა, რომ კანის ქრონიკული დაავადება აქვს, რომელიც დედისგან, კრის ჯენერისგან გადაეცა. ორი წლის წინ მან თქვა, რომ ფსორიაზი სახეზეც გავრცელდა. ვარსკვლავი ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას მიეჩვია. ის სახეზე ლაქებს მაკიაჟის საშუალებით ფარავს, თუმცა კოსმეტიკა ყოველთვის ვერ შველის. თებერვალში პაპარაცებმა ლოსანჟელესში სეირნობისას კიმის აჭრელებული სახე გადაიღეს.