რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექორი, ლოტარ ვილერი, რომელიც გერმანიის ჯანდაცვის სტრუქტურასაც წარმოადგენს და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას ახდენს, აცხადებს, რომ კორონავირუს COVID-19–ის პანდემია შესაძლოა ორი წელი გაგრძელდეს.
ამჟამად ინსტიტუტის მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 8000 შემთხვევაა დარეგისტრირებული, 20 ადამიანი გარდაიცვალა.
“პანდემია ტალღებად ვითარდება. ეს ზუსტად ვიცით. რამდენად სწრაფია ეს ტალღები? და როდის დაინფიცირდება პლანეტის მოსახლეობის 60–70% როგორც ამას პროგნოზირებენ? ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ჩვენ ორ წელს ვვარაუდობთ“– განაცხადა ვილერმა პრეს კონფერენციაზე.
მისი თქმით, სასარგებლო იქნება ვაქცინის გამოჩენა და პანდემიის მიმდინარეობაში ნებისმიერ ინტერვენცია.
“რაც უფრო სწრაფად იქნება ვაქცინა, მით ადრე იქნება შესაძლებელი პანდემიის შეზღუდვა. თუმცა, ვაქცინის გამოჩენაც არ ნიშნავს, რომ ყველა იქნება ვაქცინირებული, რაც ვაქცინის რაოდენობასთან არის დაკავშირებული“– ამბობს კოხის ინსტიტუტის დირექტორი.