კორონავირუსის გამო ვატიკანში სააღდგომო რიტუალები ხალხის დასწრების გარეშე ჩატარდება

CNN–ის ინფორმაციით კორონავირუსის გამო ვატიკანი სააღდგომო მესასა და წმინდა კვირის ღონისძიებებზე ხალხის დასწრებას არ დაუშვებს. 

რომის პაპმა ლოცვების ონლაინ რეჟიმში ჩატარება 12 აპრილამდე გაახანგრძლივა.

ვატიკანმა მიმდინარე კვირას  ტურისტებისთვის წმინდა პეტრეს მოედანი და წმინდა პეტრეს ბაზილიკა დაზურა.  აპრილამდე დაიკეტა მუზეუმები.

ვატიკანში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული.