კვირაში ერთხელ ტირილი სასარგებლოა

მეცნიერებმა სტრესისგან გათავისუფლების და ოჯახში თუ სამსახურში ურთიერთობების მოგვარების ხერხს მიაგნეს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: უნდა იტიროთ კვირაში ერთხელ მაინც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Nation News წერს.
ყოველკვირეული ტირილი ადამიანს სტრესისგან იცავს და ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობის მოგვარებაში ეხმარება.

ასე თვლის იაპონელი მეცნიერი, ხიდფუმი იოშიდა. მან დაამტკიცა, რომ ცრემლები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და საკუთარ აღმოჩენას რამდენიმე წელია ავითარებს.

მეცნიერმა ტირილის “უნიკალური მეთოდიკაც “ კი შეიმუშავა. 2014 წლიდან ხიდფუმი იოშიდა სტუდენტებს ლექციას უკითხავს ცრემლების სარგებლიანობაზე. ასევე ატარებს კურსს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებისთვის. მკვლევარის თქმით, მისმა ყველა მოსწავლემ სწრაფად მოაგვარა პრობლემები სამსახურში და ოჯახში და კარიერულ წინსვლას მიაღწია.