მანქანათმშენებლობის გიგანტმა კომპანია Land Rover-მა გადაიფიქრა, და გადაწყვიტა Range Rover SV Coupe აღარ აწარმოოს.
შეგახსენებთ აღნიშნული მოდელი 240 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული და მას კონკურენცია ისეთი ავტომობილებისთვის უნდა გაეწია, როგორებიც არიან Rolls-Royce Cullinan და Bentley Bentayga.
დეველოპერების თქმით, მათ გადაწყვიტეს ყურადღება გადაიტანონ სხვა მოდელების გაუმჯობესებაზე და მომხმარებლებს შესთავაზონ Discovery Sport და Defender-ის ახალი მოდელები. SV Coupé უნდა გამხდარიყო ყველაზე ძვირადღირებული Range Rover-ის მოდელი და იგი მხოლოდ 999 ეგზემპლარად გამოვიდოდა.