ოსკაროსანი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო აცხადებს რომ მან კუნძულ ბელიზიზე კუნძული შეიძინა სადაც აპირებს რომ საკუთარი ეკო – კურორტი ააშენოს. ინფორმაციას “euronews”-ი ავრცელებს. დიკაპრიოს კუნძულის შეძენა თავის ბიზნესპარტიონერთან ერთად 1.75 მილიონი დოლარი დაუჯდა. კუნძული ბელიზიში მდებარეობს, სადაც ყოველწლიურად 1.5 მილიონი ვიზიტორი ჩადის. ტურისტები სანაპიროს კოტეჯებსა და სასტუმროებში ჩერდებიან. დიკაპრიოს ეკო-კურორტი ტერიტორიის ტურიზმის სფეროში ნამდვილად განსხვავებულია. ეკოკურორტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა გუნდმა დაანონსა, კურორტის გახსნის ახალი თარიღი – 2020 წელი.
დიკაპრიოს კურორტი ეკომეგობრულად იქნება კუნძულის გარემო პრობლემებსა და კლიმატურ ცვლილებებს.ეკო-კურორტზე იქნება, 36 ბუნგალო და 36 ვილა. დიკაპრიო ამბობს, რომ ყველა სახლი ენერგოეფექტური იქნება. ღია შენებობის გარშემო პალმის ხეები, მწვანე ლანდშაფტი და აუზები მოეწყობა.
„მთავარი ფოკუსი არის ისეთი რამეების, რაც მსოფლიოს შეცვლის. მე არ წავიდოდი და არ ავაშენებდი ეკოკურორტს ბელიზიში, რომ არ ყოფილიყო გარემოს ცვლილების იდეა. კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, ასე რომ გვინდა სტრუქტურა, რომელიც გარემოს გააუმჯობესებს. მობრძანდით 2020-წელს კუნძულზე”, – აცხადებს ლეონარდო დიკაპრიო.