ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან კოკაინი და ექსტაზია ამოღებული. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის ჩანთაში 0,5659გრ კოკაინი და 0,1921გ. ექსტაზი (MDMA) ჰქონდა.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, ველოდებით ექსპერტიზის პასუხს “, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ში ამ დრომდე არ აკონკრეტებდნენ რა სახეობის და რა ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.
22 აპრილს დაკავებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გუშინ ღამე გათავისუფლდა. მან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება მას შემდეგ დატოვა, გირაოს საფასური 10 ათასი ლარი გადაიხადა.