ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძმ ეჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად სხვადასხვა საავადმყოფოდან – ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და კვლევა მიმდინარეობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევაა გამოვლენილი.