ლუი ვიტონმა მაიკლ ჯექსონის მოტივებზე შექმნილი სამოსი კოლექციიდან ამოიღო. გადაწყვეტილება ბრენდმა დოკუმენტური ფილმის პრემიერის შემდეგ მიიღო სადაც ორი მამაკაცი მაიკლ ჯექსონს სექსუალურ ძალადობასა და პედოფილიაში ადანაშაულებს. ლუი ვიტონში აცხადებენ რომ ბავშვებზე ძალადობა მათთვის მიუღებელია.
ფრანგული მოდის სახლმა კოლექცია 2019 წელს იანვარში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.მამაკაცის ხაზის დიზაინერმა 2019 წლის კოლექცია პოპკულტურის თემაზე შექმნა და ნამუშევრების უმეტესობა პოპის მეფეს მიუძღვნა.სამოსი ივნისში გაყიდვაში უნდა გამოსულიყო, თუმცა ლუი ვიტონის ხელმძღვანელების ინფორმაციით, სამოსი წარმოებიდანაც და გაყიდვებიდანაც ამოღებულია.