მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც ბორბლები არ ქონდა

მადრიდის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ.  კანადიდან მომავალ თვითმფრინავს ბორბლები გზაში დაუზიანდა. ბორტზე 130 მგზავრია. მადრიდის აეროპორტში საგანგებო მზადყოფნაა გამოცხადებული. პროცესს ესპანური მედია პირდაპირ ეთერში გადასცემს. თვითმფრინავი ერთი საათის განმავლობაში ჰაერში ტრიალებდა, რათა საწვავის მარაგი შეემცირებინა და ავარიული დაშვებისას აფეთქება აეცილებინა თავიდან. შედეგად ის აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.