მექსიკის საზღვართან კედლის აშენება ტრამპმა შესაძლოა, კონგრესის თანხმობის გარეშე დააფინანსოს

{{ARTICLEIMAGE}}
“რესპუბლიკელები” მხარს არ უჭერენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი საარჩევნო დაპირების შესრულებას, ააგოს კედელი მექსიკის საზღვართან. “დემოკრატები” აცხადებენ, რომ შესაბამის დაფინანსებას მხარს არ დაუჭერენ. ეს ტიპიური (Washington gridlock ) გამოუვალი ვითარება დაძლევადია, რადგან ტრამპს კედლის აშენება თავადაც შეუძლია, წერს ამერიკული მედია. ერთი კვირის წინ, თეთრმა სახლა მოუწოდა ფედერალურ სააგენტოებს, არსებულ ბიუჯეტში ფული გამოძებნონ, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებული იყოს მექსიკის საზღვართან კედლის კონსტრუქციისთვის.

ტრამპის პოზიციია, რომ სურს კონგრესმა “დიდი, ლამაზი” კედლის აშენებას მხარი დაუჭიროს, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ დემოკრატები “მთელი ამერიკის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებენ”, რადგან კედლის აშენებას ეწინააღმდეგებიან. მანვე განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან მომუშავე საიმიგრაციო სამსახურის თქმით, “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” იმიგრანტების ნაკადის შემცირება.