სულ ცოტა ხნის წინ თითქმის არაფერი ვიცოდით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ჩვენს სახლში, ჩვენს გარშემო ცხოვრობენ.ამასობაში კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს 200 000– ზე მეტი პაწაწინა ორგანიზმების – ბაქტერიების და სოკოების სახეობა, რომლებიც ჰაერში, მტვერში და ონკანის წყალშიც კი ცხოვრობენ.
შხაპის მიღებისას შეიძლება ითქვას, რომ თავს ბაქტერიების ნაკადს ვუშვერთ. საქმე იმაშია, რომ შხაპის წყლის სადინარის შიდა მხარე დროთა განმავლობაში ბაქტერიების ინკუბატორად იქცევა. ტრილიონობით უმცირესო ორგანიზმი ერთიანდება და ბიოფირს ქმნის, რათა შიგნით დარჩენა შეძლონ. მათი ძალისხმევის მიუხედავად ნაწილი მაინც ხვდება წყალში, რომლითაც ვიბანთ. ბაქტერიები, რომლებიც სუფთა წყალში ცხოვრობენ და მრავლდებიან მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ. როგორც ირკვევა, შხაპში ამ ბაქტერიების არსებობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ფილტვების დაავადებები სუსტი იმუნური სისტემის მქონეთა შორის.
თუმცა ათასობით სახეობის ორგანიზმებს შორის, რომლებიც ჩვენს სახლში ცხოვრობენ რეალურად ზიანი მხოლოდ ასზე ნაკლებმა შეიძლება მოგვაყენოს. სამგიეროდ ბევრი მათგანი სასარგებლოც კი არის. მაგალითად, იგივე შხაპის თავი შესაძლოა სხვა სახის მიკროორგანიზმების ბუდედაც იქცეს, რომლებიც ტვინში სეროტონინის დონეს ზრდიან და სტრესის დონეს ამცირებენ.
არსებობენ ე.წ. ოქროს ბაქტერიებიც, რომლებიც ყველაფერს ოქროდ აქცევენ, რასაც მიეკარებიან. მიკრობი, რომელიც მტვერში ცხოვრობს ოქროს მიკროსკოპიულ ნაწილაკებს იზიდავს და მყარ ნამცეცებად
აქცევს.
აქცევს.
გამოქვებულის კალიის ნაწლავურ ბაქტერიას კი მაგალითად საწარმოო ნარჩენების დაშლა შეუძლია.
მტვერი და წყალი ჩვენს სახლში ეს ნამდვილი ჯუნგლებია ბაქტერიებისთვის. თუმცა მეცნიერებმა ჯერჯერობით სასარგებლო გამოყენება მხოლოდ რამდენიმე სახეობას მოუფიქრეს.
შეიძლება თუ არა უცნობი მიკრობი ახალი ანტიბიოტიკი გახდეს? ან ბიოსაწვავის წარმოებაში იქნას გამოყენებული?
ადრე ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარ სახლში ბაქტერიების გასანადგურებლად, ახლა კი მათი შესწავლის დრო მოვიდა, როგორ შეიძლება ეს მიკროორგანიზმები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.