მივიღე გამოწვევა, ეს ვიდეოები ახალ კორონავირუსზე ათიათასჯერ სწრაფად უნდა გავრცელდეს! – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ახალ გამოწვევაში ერთვება, რომელიც კორონავირუსის დამარცხებამდე გულზე ხელის დადებით მისალმებას გულისხმობს.  მას გამოწვევა მეგობრებმა გაუგზავნეს, მან კი თავის მხრივ საკუთარი თანაგუნდელები, ჟურნალისტები და ოპერატორები გამოიწვია.