ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ არ გაუგზავნის უკრაინას MLRS სისტემებს, რომლებაც შეუძლიათ რუსეთამდე მიღწევა, ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა CNN-თან თქვა, რომ აღნიშნული სისტემების გარეშე
რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება “ნაკლებად სავარაუდოა”.
მისი შეფასებით, ეს იარაღი “აუცილებელია უკრაინის ბედისწერისთვის და მისი დამოუკიდებლობისთვის”.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ MLRS სისტემების მცირე რაოდენობაც კი – 20-მდეც კი – იქნება “თამაშის შეცვლა” რუსეთთან კონფლიქტში, რადგან მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს უკრაინულ ჯარებს, დაიცვან თავი შორ მანძილზე რუსული თავდასხმებისგან.
”MLRS-ის გარეშე, ჩვენ ალბათ შევძლებთ ფრონტის სტაბილიზაციას, მაგრამ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი და ზაპორიჟიეს რეგიონის ნაწილი“, – განუცხადა მან CNN-ს.
მანვე დააზუსტა, რომ უკრაინა იარაღს მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად გამოიყენებს და არა რუსეთზე თავდასხმისთვის.