უკრაინას არ გავუგზავნით სარაკეტო სისტემებს, რომელთაც შეუძლიათ რუსეთამდე მიღწევა – ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს, უკრაინის გაუგზავნოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთამდე მიღწევა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

”მე არ გავაგზავნი არაფერს, რომლის რუსეთში სროლაც შეიძლება”,– თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში, როდესაც ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების გაგზავნას.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკვე გამოეხმაურა ბაიდენის განცხადებას და მას “გონივრული” უწოდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადებოდა კიევში შორ მანძილზე მსროლელი სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის.