“ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას არ მიაწვდის სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთზე თავდასხმა.

გონივრულია!

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმისას რუსეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებდნენ მუქარას და დაარტყამდნენ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებს. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ მდებარეობს კიევში. რა არის შემდეგი, არ არის საჭირო ახსნა…”

ასე ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ბაიდენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთამდე მიღწევა.