მსახიობები, რომლებიც არასოდეს ყოფილან გათხოვილი

21–ე საუკუნეში ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას ხშირად აღარ ჩქარობენ. მათ შორის ცნობილი ვარსკვლავებიც, რომლებიც არაერთ პარტნიორთან ხანგრძლივი თუ ხანმოკლე ურთიერთობის მიუხედავად ოფიციალურად გათხოვილები არასოდეს ყოფილან:

1. ნაომი ქემფბელი. 48 წლის

მას ურთიერთობა ქონდა არაერთ მსოფლიოში ცნობილ მამაკაცთან: სპორტსმენებიდან დაწყებული ბიზნესმენებით დამთავრებული, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ნაომი ოჯახის შექმნაზე დაეთანხმებინა. სუპერმოდელი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ოჯახს და შვილების გაჩენის შესაძლებლობას.

2. პატრიცია კაასი. 52 წლის

ლეგენდარული ფრანგი მომღერალი, პატრიცია კაასი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების და არაერთი პარტნიორის მიუხედავად გათხოვილი არასოდეს ყოფილა. მის შეყვარებულებს შორის იყვნენ ალენ დელონი და ჟერარ დეპარდიეც, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მივიდა. ერთადერთი, რაზეც მომღერალი დარდობის ის არის, რომ შვილი არ ყავს.

3. შარლიზ ტერონი. 44 წლის

ჰოლივუდელი ლამაზმანი არასოდეს ყოფილა ოფიციალურად გათხოვილი. მისი რამდენიმე წლის წინანდელი ურთიერთობები შონ პენთან ლამის ქორწილით დამთავრდა: წყვილმა ბავშვიც კი იშვილა, მაგრამ მოგვიანებით დაშორდნენ. ამჟამად შარლიზი ორ შვილს მარტო ზრდის, აქტიურად მონაწილეობს ფილმებში და როგორც მსოფლიო პრესა წერს რომანი გააბა ბრედ პიტთან. ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მათი რომანი და დასრულდება თუ არა ის ოფიციალური ქორწინებით.

4. ვაინონა რაიდერი. 47 წლის

ერთ–ერთ ინტერვიუში ვაინონა რაიდერმა აღიარა, რომ განქორწინებების ეშინია და მისი იდეალი მშობლეი არიან, რომლებმაც ერთად 40 წელზე მეტი იცხოვრეს. ამიტომაც თვლის რომ ჯობს საერთოდ არ გათხოვდეს, რათა შემდეგ განქორწინება არ მოუწიოს. ვაინონა მომავალზე ბევრს არ ფიქრობს და ცდილობს ბედნიერი აწმყოთი იცხოვროს.

5. ევა მენდესი. 45 წლის

ევა მენდესი არ თვლის, რომ აუცილებელია ოფიციალური ქორწინება იმისათვის, რომ წყვილმა თავი ოჯახად იგრძნოს. ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცთან – რაიან გოსლინგთან ერთად ის ორ გოგონას ზრდის, მესამე შვილს ელოდება და სულ არ ჩქარობს ოფიციალურად ურთიერთობების გაფორებას.

6. კაილი მინოუგი. 51 წლის

მომღრლის ურთიერთობები მსახიობ ჯოშუა სასთან განშორებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ქორწილისკენ მიდიოდა. მკერდის სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მომღერალს იმედი ქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს ოჯახურ ბედნიერებას იპოვნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის შიშობს, რომ შესაძლოა ნამდვილი ოჯახი აღარც ჰქონდეს, რადგან ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვის გაჩენა არ შეუძლია. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა მისი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდეს.