{{ARTICLEIMAGE}}კვირას მსოფლიოს ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი, მაიკროსოფთის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი სიეტლში ადგილობრივი ფასთფუდის Dick’s Drive–ის რიგში შენიშნეს.
ფოტო თავის ფეისბუქ გვერდზე მაიკროსოფთის ყოფილმა თანამშრომელმა, მაიკ გალოსმა გამოაქვეყნა წარწერით: “როცა შენი ქონება დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს შეადგენს და როცა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ საქველმოქმედო ორგანიზაციას მართავ, და უბრალოდ ბურგერის, კარტოფილი ფრის და კოკა -კოლას რიგში დგახარ. ასე იქცევიან რეალურად მდიდარი ადამიანები განსხვავებით თეთრი სახლის ოქროს უნიტაზიანი პოზიორებისგან.“
როგორც პოსტის ავტორი კომენტარებში წერს, ფოტო მაიკროსოფტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. სოციალურ ქსელებში ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით ადამიანი ხაზს უსვამს, რომ ბილ გეითსი დიდ პატივისცემას იმსახურებს.