მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა  3 119-ს მიაღწია, ოფიციალურად ინფიცირებულია 90 932 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 48 163 პაციენტია.

ბოლო 24 საათში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა.ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსი 80 151 ადამიანს აქვს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.