კანონმდემლობაში ახალი ტერმინი „მწვანე ხაზები“ შემოვა. კანონი რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობებს დაარეგულირებს.
პარლამენტში ამ საკითხზე ბრიფინგი გაიმართა, აღნიშნული ინიციატივა კანონპროექტის ავტორებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ, კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ , მამუკა მდინარაძემ გააცნეს საზოგადოებას.
„ამ პროცესს ახალი ინიციატივით, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმევა. ტერმინი “მწვანე ხაზები“ დაიცავს პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება და მხარდაჭერის შემთხვევაში, იქნება მე-9 მოწვევის პარლამენტის საამაყო ნაბიჯი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მალე ცნობილი გახდება “მწვანე ხაზების” სახელით. ეს ტერმინი თქვენთვის უცხო არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი დადებითი როლიდან გამომდინარე, ძალიან მალე გახდება პოპულარული და დაიმკვიდრებს სახელს საკანონმდებლო სივრცეში კოორდინატები იქნება პირდაპირ მითითებული კანონში, დაახლოებით დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც ნებისმიერი სახის ცვლილება საზღვრებზე დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხი ასეთი ტერიტორიების დაცვის მხრივ” – განაცხადა კახა კუჭავამ.