ნაციონალური მოძრაობა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს


{{ARTICLEIMAGE}}

ნაციონალური მოძრაობა გასულ წელს პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მათ საკანონმდებლო ორგანოში დადგენილების პროექტი უკვე შეიტანეს. ამბობენ, რომ დაზარალებულებს საფუძვლიანი კითხვები და გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვთ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი საგამოძიებო კომისიის შექმნა. ოპოზციაში აინტერესებთ, სპეცოპერავიისას ჰქონდათ თუ არა საგამოძიებო ორგანოებს უტყუარი მტკიცებულებები და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც პირის ლიკვიდაცია მოხდა

საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს მმართველი გუნდი, რადგან ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილის საქმე გარკვეულწილად ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარლამენტმა უმჯობესია პროკურატურის ფუნქცია არ შეითავსოს იმ საქმეებთან მიმართებაში, რომელზეც ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს

საგამოძიებო კომისიის შექმნა პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა რამდენიმე დღის წინ მოითხოვა, რადგან ფიქრობენ რომ მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია. მათ საგამოძიებო უწყებების არც იმ ვერსიის სჯერათ, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან და აჰმედ ჩატაევთან ჰქონდა კავშირი.