NASA-მ ყველაზე მძლავრი ტელესკოპი კოსმოსში წარმატებით გაუშვა

ათწლეულობით ლოდინის შემდეგ NASA-მ კოსმოსში ყველაზე მძლავრ ტელესკოპი წარმატებით გაუშვა – შეერთებული შტატები ჯეიმს ვების ტელესკოპის პრეზენტაციას პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ტელესკპის გაშვება სამხრეთ ამერიკიდან, საფრანგეთის გვიანიდან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გამშვებ ცენტრ კორუდან დილის 7:20 წუთზე მოხდა. ტელესკოპი კოსმოსში რაკეტა „არიანე 5-მა“ წაიღო.

ტელესკოპი  დედამიწიდან 1.6 მილიონი კილომეტრიდან დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება.

ჯეიმს ვების ტელესკოპს ორი მთავარი სამეცნიერო მისია აქვს : პირველი ეს არის პირველია კოსმოსური ისტორიის ადრეული ფაზების კვლევა, დიდი აფეთქებიდან  რამდენიმე მილიონი წლის შემდგომ პერიოდში. ხოლო მეორე მთავარი მიზანი მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების აღმოჩენა და მათზე სიცოცხლის პოტენციალის გამოკვლევაა.

ჯეიმს ვების ტელესკოპი ყველაზე მძლავრი ობსერვატორიაა, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში ოდესმე გაგზავნილა.