თქვენ [ირაკლი კობახიძე] ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე ახლა თბილისში ვარ და ეს ადასტურებს რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ.

სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი, NATO აგრძელებს რუსეთისადმი მოწოდებას, რომ გაიწვიოს საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება.

განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე.