“NATO-ს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება. ისინი ომის გაგრძელებაში ხედავენ რუსეთის დასუსტებას. მათ დიდად არ აინტერესებთ სიტუაცია უკრაინაში.

ანტალიაში მოლაპარაკებებიდან არაფერს ველოდით. მთავარი იყო მხარეების იქ გაერთიანება. ჩვენი იმედები დიდი იყო სტამბულის მოლაპარაკებების შემდეგ, მაგრამ როცა ხოცვა-ჟლეტის სურათები მოვიდა, ისინი სტამბოლის შეთანხმებას ჩამოშორდნენ. მხარეები კვლავ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

პუტინ-ზელენსკის ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვედრა. ორი ლიდერის შეხვედრა განიხილება. თუ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება, ეს შეიძლება იყოს სტამბულში ან ანტალიაში”

თქვა თურქეთის საგარეო მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ CNN turk-თან ინტერვიუში.