NCDC “ალმას” მოუწოდებს, აღადგინოს ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ დღეს ოფიციალურად წერილობით მიმართეს სარეკლამო კომპანია „ალმას“, რათა აღადგინოს ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები.

გამყრელიძის თქმით, ბანერების შეცვლა მათთან შეთანხმებული არ იყო.

“კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათულობით იღუპება ამ ვერაგი დაავდებით, ასევე ამავდროულად, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდააჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთან, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინდაინდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება“,-წერია NCDC-ის განცხადებაში.