ოპოზიცია საპროტესტო აქციის ლოკაციად ზურაბიშვილის მიერ ინაუგურაციისთვის შერჩეულ თელავს განიხილავს

 

{{ARTICLEIMAGE}}საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია შესაძლოა, ოპოზიციის პროტესტის ფონზე გაიმართოს. გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად აქციის გამართვას აპირებდა, მაგრამ დღეს გრიგოლ ვაშაძის შტაბში ჟურნალისტებს უთხრეს,  რომ საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილი – თელავი განიხილება.

 

“ჩვენ რომ გვსურდეს, რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, თქვა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მხარე მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და მმართველ ძალას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. გრიგოლ ვაშაძე და მისი თანამოაზრეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ; ხელისუფლებას კონსულტაციების დაწყებაც შესთავაზეს, თუმცა მმართველ გუნდისთვის ოპოზიციის ეს მოთხოვნა არაადეკვატურია.”ქართული ოცნების” გუნდი ინაუგურაციისთვის ემზადება.