როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები ოსკარის წითელ ხალიჩაზე

 

ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემას  მაყურებელი  ყოველ წელს მუთმენლად ელოდება.  თუმცა მაყურებლის ინტერესს ფილმებისა და ნომინაციების გარდა ბევრი სხვა დეტალი იქცევს.  წითელი ხალიჩა ცერემონიალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ვარსკვლავების სამოსი დიდ ყურადღებას იქცევს და ხშირად უფრო დიდი ენთუზიაზმით განიხილება, ვიდრე ნომინანტი ფილმები. წითელი ხალიჩისთვის ვარსკვლავები განსაკუთრებულად ემზადებიან, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები და მედია კი დიდხანს განიხილავს ვინ რომელი ბრენდის სამოსი შეარჩია და რამდენად წარმატებული იყო ამა თუ იმ ვარსკვლავის არჩევანი. ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წელს წითელ ხალიჩაზე: 


მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა, რომელიც წელს ოსკარი მიიღო  ფილმისთვის „ვარსკვლავის დაბადება“ წითელ ხალიჩაზე ალექსანდერ მაკქუინის კაბაში და ტიფანი&კო-ს ყელსაბამში წარსდგა.

 

სუპერ მოდელი ირინა შეიკი ბარბერის კაბაში გამოჩნდა,  მსახიობი ბრედლი კუპერი
კი ტომ ფორდის ტუქსედოს შარვალ-კოსტუმში


მსახიობი ემა სტოუნი : ლუი ვიტონის კაბა

ჯემა ჩანი : მეისონ ვალენტინო

ჯენიფერ ლოპესი : ტომ ფორდის კაბა 

გლენ ქლოუსი : კაროლინა ჰერერას კაბაში

ჯეისონ მომოა და ლისა ბონეტი : ფენდის სამოსში

ჰელენ მირენი : შიაპარელის კაბაში

მაიკლ ჯორდანი – ტომ ფორდის შარვალ–კოსტუმი

ჯოი ალვინი : ტომ ფორდი

კრის ევანსი : სალვადორ ფერაგამო

ჩედვიქ ბოუსმენი : ჟივენშის სამოსი

ბოჰემური რაფსოდიის ვარსკვლავი რამი მალეკი : ივ სენ ლორენის სამოსში

ტესა ტომპსონი : შანელის კაბაში და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელებში

შარლიზ ტერონი : დიორის კაბაში 

ადამ ლამბერტი რომელმაც ოსკარის 91ე დაჯილდოების ცერემონია გახსნა
წითელ ხალიჩაზე ტომ ფორდის და ალექსანდრე მაკქუინის სამოსში წარსდგა