პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი ცოლთან ერთად რესტორანში დადის

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის, თავის მეუღლესთან ერთად გუშინ რესტორანში იმყოფებოდა.

ფოტო ლაშა გოგიას მეუღლემ, ნანა თოდუამ, საკუთარ fb გვერდზე გამოაქვეყნა. 

გრძელვადიანი პაემნები ოჯახში კანონით დაშვებულია, თუმცა აღნიშნული უფლებით ყველა პატიმარი ვერ სარგებლობს.

ინფორმაციას Odishi News ავრცელებს