პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ- მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პატროლი, რომელიც სამების ტაძარში გამოიძახეს, მოვიდა და წავიდა. საგანგებო მდგომარეობის დროს მრევლის შეკრების შეზღუდვაზე ამბობს, რომ “სახელმწიფოს არ გააკონტრილებინებს” ამას.

,,თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით? საგანგებო მდგომარეობას ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმის გამო, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, IQ ყველას აკლიათ მაგათ. რითი გავაჩეროთ? მოდის ხალხი. რა ვქნათ? პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? [პატრული] მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ შიგნით”,- ამბობს მეუფე იაკობი.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ საკვირაო წირვა ჩატარდა, პოლიციას გამოუძახეს. ამ ფაქტი შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ ტაძარში პოლიციამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ტერიტორია დატოვა. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ქვეყანაში 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა.