Pfizer-ის დოზებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო პრიორიტეტულ ჯგფებს გამოყოფს

Pfizer-ის დოზების გადანაწილებისას ჯანდაცვის სამინისტროს ექნება პრიორიტეტები. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ მათი სამინისტრო უზრუნველყოფს რომ პრიორიტეტულმა ჯგუფებმა მათთვის განკუთვნილი დოზები მიიღონ.

“რა თქმა უნდა, პრიორიტეტები იქნება. იმ ესენციური ჯგუფებისთვის, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის Pfizer-ით ვაქცინაცია, ჯანდაცვის სამინისტრო შეუწყობს ამ ესენციურ ჯგუფებს ხელს იმაში, რომ მათ მიიღონ მათთვის განკუთვნილი დოზები”.