Politico: აშშ არ გამორიცხავს, ​​რომ რუსეთმა უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ რუსეთმა უკრაინაში შეიძლება  ქიმიური იარაღი უფრო გამოიყენოს, ვიდრე ნატოსთან ბირთვულ დაპირისპირება დაიწყოს, თუ რუსული ძალები გააგრძელებენ მიწების დაკარგვას,წერს Politico, რომელიც  6 პირს ციტირებს, მათ შორის პენტაგონის მაღალჩინოსნებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია რაიმე სადაზვერვო მონაცემი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში გარდაუვალია. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ბევრი წარმომადგენელი თვლის, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შენელდება და ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნებას.

მაგრამ თუ ბრძოლის ველზე მსხვერპლი გაგრძელდება ან რუსული არმია მთლიანად დაიშლება, ამ საკითხზე მომუშავე ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი მიიჩნევს, რომ მოსკოვს შეუძლია მიმართოს ქიმიურ იარაღს, მათ შორის  იმ ნივთიერებას, რომელიც ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოიყენეს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ასეთი თავდასხმისას რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ისეთი ნივთიერებები, რომელთა კვალის დაფარვაც ადვილია, რაც გაართულებს მოსკოვის დადანაშაულებას. ზოგიერთი ქიმიკატი შეიძლება გამოყენებულ იქნას მასობრივი მსხვერპლის გამოსაწვევად  – შესაძლოა მათი აეროზოლიზაცია ან საბრძოლო მასალებში გამოყენება ადამიანების დიდი ჯგუფისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ამბობენ ოფიციალური პირები და ექსპერტები.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

აშშ თვლის, რომ რუსეთი ინვესტიციას ახორციელებს ქიმიური იარაღის შესაძლებლობების გაძლიერებაში. კონგრესის თანაშემწის თქმით, რომელსაც Politico-სთან ინტერვიუ ჰქონდა, სენატორებმა ამ შემოდგომაზე მიიღეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის მარაგისა და იმის შესახებ, რომ ამას კავშირი აქვს უკრაინისთვის არსებულ საფრთხესთან.