{{ARTICLEIMAGE}}მინდია გოგოჭურს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლის, მაკა ჩიჩუას შვილის ქმარია, გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას და იარაღის უკანონო შეძენას ედავება. გოგოჭურთან ერთად დაკავებულია მისი მეგობარი გიორგი რაზმაძეც და მათი დაკავება სწორედ რაზამაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება.რაზმაძე გლადანის ციხეშია გადაყვანილი და ის რამდენიმე თვის წინ დადიანის ქუჩაზე 35 წლის მამაკაცის დაჭრის საქმეზეა ბრალდებული.მას ასევე სხვა პირის ცემაც ედება ბრალად.თავად გოგოჭური კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ბინის მეპატრონე ამბობს, რომ ბინა, სადაც გოგოჭური და რაზმაძე დააკავეს, 20 დღის წინ ახალგაზრდა წყვილზე 6 თვით გააქირავა.
სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ჩატარდა. საცხოვრებელიკორპუსის ბინიდან, სადაც გოგოჭურს ბინა ნაქირავები ჰქონდა, ამოღებულია ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან კი 2 პისტოლეტი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა სპეცრაზმის გამოჩენისას ბინის აივნიდან გადაყარეს.
“სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს.ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.