პრეზიდენტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი მოაწერა.

„საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დილით ხელი მოაწერა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, რომელიც გადმოგზავნილი იქნა საქართველოს პარლამენტიდან. პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად დოკუმენტში მეორე მოსმენით გათვალისწინებულ იქნა ის პრინციპული რეკომენდაციები, რომელიც ასახული იყო ვენეციის კომისიის დასკვნაში. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე შერჩევას და პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.