ქუთაისში გარდაცვლილ ორსულ ქალს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა

ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილ 5 თვის ორსულ ქალს B ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

გარდაცვლილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში 24 სხვადასხვა ვირუსზე შემოწმდა, მათ შორის კორონავირუსზე. ანალიზის მიხედვით, გარდაცვლილს B ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.