რა სიმღერით წარსდგება თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე (ვიდეო)

ცნობილია თუ, რა სიმღერით წარადგენს ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი.სიმღერის სახელწოდებაა- Take Me As I Am.  კლიპის პრეზენტაცია პირველი არხის დილის გაცემაში „ახალი დღე“ გაიმართა. 

სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად თორნიკე ყიფიანია.

ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. თორნიკე ყიფიანი საქართველოს სახელით  კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარსდგება.