რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაცია ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს

რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” ოსკარზე, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კატეგორიაში, შორთ ლისთში მოხვდა.

ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, მათგან საუკეთესოები 2020 წლის 13 იანვარს გამოავლინდება და სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას ოსკარისთვის.

“იცი დედა სად ვიყავი?” 2018 წელს მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა.

რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა.